Tuesday, December 18, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ქალ მეცნიერთა წვლილი ბიოლოგიის განვითარებაში.

პროექტის მთავარი იდეა: ინფორმაციის მოძიება ცნობილი ქალი მეცნიერების შესახებ

პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობას. ჯგუფის წევრები მოიძიებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას ცნობილი მეცნიერი ქალების შესახებ.

პროექტის  მიზნები: მოსწავლეთა ინფორმირება ქალ მეცნიერთა: როზელინდ ფრენკლინის როლის შესახებ დნმ-ის შესწავლის საქმეში, დაიანა ფოსის, ნეტა სტივენსის, მართა ჩეიზის და ჯეინ ჰუდოლის წვლილზე სახეობათა დაცვაში.

მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი

ვადები: ორი კვირა

მოსალოდნელი შედეგები: საინფორმაციო ხასიათის სემინარის ჩატარების ორგანიზება (რეფერატები, ბუკლეტები)

პროექტისათვის საჭირო რესურსები: მოსწავლეები, ისტ-ი, კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა: 
აქტივობა-1    მოსწავლეები გადანაწილდებიან ოთხ ჯგუფად.
გაეცნობიან ჩემს მიერ მომზადებულ ტექსტს.

აქტივობა-2     ჯგუფები წარმართავენ დიალოგს.

აქტივობა-3    დავალებების განაწილება

პირველი ჯგუფი- მოამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს როზელინდ ფრენკლინის შესახებ.



მეორე ჯგუფი- წარადგენს ინფორმაცის დაიანა ფოსის შესახებ.



მესამე ჯგუფი-მიაწვდის ინფორმაციას ნეტი სტივენსის და მართა ჩეიზის შესახებ.



მეოთხე ჯგუფი- მოამზადებს  საინფორმაციო ბუკლეტს ჯეინ ჰუდოლის შესახებ.

აქტივობა 4 -    რეფერატების მომზადება

აქტივობა 5 -    სემინარის ჩატარება

მონაწილეების შეფასება

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია

პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან ბარათელი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: baratelirusudan@ gmail.com